დამასკოში ერთ-ერთი დივიზიის გვერდით ერთდროულად ხუთი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-ჯაზირა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პირველადი მონაცემებით, საუბარი მექანიზებულ დივიზიაზე მიდის, რომელსაც სირიის პრეზიდენტის ძმა ბაშარ ასადი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დამასკოში თვითმკვლელმა თავი ნაციონალური უსაფრთხოების შენობასთან აიფეთქა. ამ დროს შენობაში ძალოვანი მინისტრებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით თათბირი მიმდინარეობდა.
აფეთქების შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯა და მისი მოადგილე პრეზიდენტ ბაშარ ასადის დის ქმარი, სირიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ასიფ შაუკატი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი პრეზიდენტ ბაშარ ასადის პირადი დაცვის წევრი იყო.
დამასკოში უშიშროების საბჭოს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია "ლივა ალ-ისლამის" წარმომადგენლებმა აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს დაჯგუფების მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.