საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე კიდევ ერთი კომპანია იმუშავებს. ქართულ-ამერიკული ავიაკომპანია "ჯორჯიანი"
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (ანგარის), ტრენინგცენტრის და ვიპტერმინალის მშენებლობას გეგმვს.
კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, "ჯორჯიანი" უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან აქტიურ სამუშაო პროცესს დაიწყებს. პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება, ის მთელ რეგიონში უპრეცენდენტოა როგორც თავისი ფუნქციით, ასევე მასშტაბით - ნებისმიერ ავიაკომპანიას, როგორც მეზობელი, ასევე სხვა ქვეყნებიდან შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალი კლასის ტექნიკური მომსახურება და მოამზადონ სპეციალისტები.
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 300-დან 400 კაცამდე, ასევე შეიქმნება სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ავიაციის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ჩვენს ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.