საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ქარელში იმყოფებოდა. პრემიერმა თამაზ თოთლაძის ვაშლის ბაღი დაათვალიერა და მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიას გაეცნო.
ამასთამ მერაბიშვილმა მებაღეს მოსავლის დაბინავება-რელიზებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზება საქართველოშივე შეძლოს.
,,ჩვენი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, რომ თბილისში უკვე 40 ათასი ტონა ტევადობის მაცივარი გაკეთდა. ჩვენ ახლა მათ დავეხმარებით, რომ რეგიონებსა და რაიონებში იარონ, ნახონ თქვენნაირი ხალხი, რათა შევინახოთ ვაშლი და მთელი წლის განმავლობაში მისი გაყიდვა შეგვეძლოს. სირცხვილია, საქართველოში იმპორტირებული ვაშლი იყიდებოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა თავისი პროდუქციის გაყიდვა საქართველოს ბაზარზე შეძლონ ", - განაცხადა მერაბიშვილმა ქარელში სტუმრობისას.