გორის რაიონის სოფელ თორდიზაში 72 წლის ჯემალ ორაგველიძემ თავი ჩამოიხჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახში არსებული უთანხომება გახდა.
ახლობლების ინფორმაციით, 72 წლის მამაკას შვილთან და რძალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც ის სახლიდან გამოაგდეს. ჯემალ ორაგველიძე ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ქვისლთან ცხოვრობდა და თავიც სწორედ იქ ჩამოიხრჩო.
დაღუპულის ცხედარს გორში ექსპერტიზა ჩაუტარდა.