რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის შესახებ განახლებული რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლმა ალქსანდრ პანკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ვარიანტში არის მთელი რიგი ელემენტები, რომელიც შეხება ჰუმანიტარულ ვითარებას, სიტუაციას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ცეცხლის შეწყვეტის ლოკალურ მექანიზმებს.
დიპლომატის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა განხილულ იქნა გაეროს სპეცწარგზავნილთან კოფი ანანთან.
ამ დროისათვის უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე ორი რეზოლუციაა წარდგენილი.
21 ივნისს უშოშროების საბჭოს მოუწევს რეზოლუციის კენჭისყრა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ქვეყანაში გაეროს დამკვირვებელთა მანდატის ვადის გაგრძელებაა.
შეგახსენებთ, რომ სიარიაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას გაეროს მონაცემებით 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.