აშშ-ის ვაშინგტონის შტატი გახდება პირველი ქვეყნის ისტორიაში, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრაცია Facebook-ის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.
რეგისტრაციის სისტემა შეძლებს შეღწევას ამომრჩევლის სახელამდე და დაბადების თარიღამდე.
Facebook-ის მეშვეობით რეგისტრაციის მსურველს დამატებით მოუწევს საკუთარი პირადობისა და მართვის მოწმობის ასლების შყვანა.
ონლაინ რეგისტრაციის სისტემა გაიხსნება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც აშშ-ში ნოემბერში უნდა გაიმართოს.