იტალიის ქალაქ ბარში, ძარცვაში ეჭვმიტანილი, 22 წლის, საქართველოს მოაქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალქე იტალიელმა სამართალდამცავებმა მაშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის დროს აიყვანეს.
იტალიური მედია დაკავებული ქართველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგი ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელის გარეშე იმყოფებოდა.
დაკავებულის ბრალეულობას ამძიმებს ის გარემოება, რომ მან სამართალდაცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
იტალიის მედიის ინფორმაციით, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ეჭვმიტანილი, ერთ-ერთ შენობაში შესვლას ცდილობდა. ჩხრეკის დროს მას ბინებში შესაღწევად საჭირო ხელსაწყოები აღმოუჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იტალიელმა სამართალდამცავებმა ანალოგიური ბრალდებით საქართველოს 15-მდე მოქალაქე, მათ შორის, მამა-შვილი დააკავეს.