საფრანგეთში მადონას მიერ გამართულ კონცერტებს სკანდალი მოჰყვა. ფრანგ ნაციონალისტები აღაშფოთა მომღერლის მიერ მათი ლიდერის მარინ ლე პენის გამოსახულების გამოყენებამ.
აღნიშნულ ფაქტზე სპეციალური განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი მადონას უჩივლებენ.
"ჩვენ ასეთ შედარებას ვერ მივიღებთ. ახლა არამხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ყველა მომხრის ინტერესი უნდა დავიცვათ", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.
გაცნობებთ, რომ მადონამ სიმღერის "ნობადი ნოუს მი" ვიდეოფონად ლე პენის გამოსახულება გამოიყენა, რომელსაც შუბლზე კი მას სვასტიკა ჰქონდა.