„ქრისტიან- დემოკრატებმა" გუშინ რუსთავის მუსიციპალურ თეატრში მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის, ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება. ეს ქრისტიან დმეოკრატების სააარჩევნო სლოგანია, რომლითაც ისინი რუსთაველების წინაშე წარდგნენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები რუსთავში სამარშუტო ტაქსით ჩავიდნენ და ამომრჩევლებთან შეხვედრამდე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებზე გაესაუბრნენ.
მოგვიანებით მოძრაობის ლიდერებმა, ინგა გრიგოლიამ და გიორგი თარგამაძემ რუსთავის თეატრში ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს და მათ წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც მოსახლეობას საშუალება ქონდა კითხვები ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერისთვის დაესვათ.
.„ქრისტიან -დემოკრატიული პროგრამა კაბინეტებში არ დაწერილა, ეს პროგრამა დაწერა თავად ამ ხალხმა, უბრალოდ ჩვენ მათ დავეხმარეთ გამოსავლის პოვნაში. ქრისტიან დემოკრატიული პროგრამა ეს არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის რუსთაველებზე, ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს კომუნალური თვალსაზრისით.აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას რომელიც მოსახლობას აწუხებს იქნება ეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის, დასაქმება მშობლებისთვის და დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისათვის ხანდაზმულთათვის."- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.