ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან არსებულ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის არსებული რიგით მეორე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლათდ 2.7 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობამ უკე გახსნა ანგარიში Millennium Challenge Account - Georgia (MCA-Georgia), რათა უახლოესი თვეების განმავლობაში უზრუნველყოს გრანტის ადმინისტრირებასა და კომპაქტის საბოლოო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს მთავრობამ MCA -საქართველოს ბორდის ხელმძღვანლად Nნიკოლოზ გილაური შეარჩია, რომელიც საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის არსებული პირველი პროგრამის ფარგლებში უკვე მუშაობდა ამ პოზიციაზე 2006 წლის აპრილიდან 2011 წლის აპრილამდე.
ამ პროგრამის განვითარებისთვის საჭირო გრანტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს შორის არსებული პირველი საგრანტო შეთანხმების წარმატების შედეგია, რომელმაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი.
გრანტი მოხმარდება სხვადასხვა პროგრამის ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზოგადად განათლების დონის ზრდას, გამოიკვლევენ შრომის ბაზარს, მოახდენენ იმ სოციალური და გენდერული ფაქტორების ანალიზს, რომლებიც დაკავშირებულია განათლებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობასთან. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სტრატეგიული განათლების სექტორის მეტად განვითარებას რათა საბოლოოდ, განათლების დონის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეთა შემოსავალი.
საქართველოს მთავრობასთან მიღწეული ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე. საბოლოო შეთანხმებამდე პროექტმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს წევრთა მკაცრი განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.
MCA -საქართველოს ბორდის წევრები იქნებიან საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, აგრეთვე, კონსულტაციების შედაგად, MCA -საქართველო შეარჩევს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორ წარმომადგენელს.