,,ინფო-9-ში" დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში მოქმედებდა მოხსნილია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საინფორმაციოო სააგენტოს ხელმძღვანელმა მანანა ელიაშვილმა განაცხადა ამ დროისთვის შეზღუდვა უკვე მოხსნილია.
,,შეზღუდვა უკვე მოხსნილია. იგი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოქმედებდა იმ შენობაში შესასვლელად, რომელიც ,,ინფო ცხრას" იჯარით აქვს აღებული. სტუმრები, რომლებიც ჩემთან შესახვედრად უნდა მოსულიყვნენ და საშვები მქონდა დაშვებული მათ შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ. მომხდარის გასარკვევად, რომ მივედი კართან დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი დამხვდა, რომლებმაც მითხრეს, რომ დირექტივა უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელობისგან ჰქონდათ მიღებული. მართლაც მოიყვანეს ადამიანი, რომელმაც თავი უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად გაგვეცნო, თუმცა ვერანაირი საბუთი ამის დასამტკიცებლად ვერ წარმოადგინა. Mმან გვითხრა, რომ ისინი ზეპირი დირექტივების საფუძველზე მოქმედებდნენ, რაც სრულიად გაუგებარია", _ განაცხადა ელიაშვილმა, რომელიც მომხდარს შალვა რამიშვილს უკავშირებს.
,,მომხდარს შალვა რამიშვილს ვუკავშირებ, რადგან მას შემდეგ, რაც შალვა წავიდა სოციალურ ქსელებში დაწესებული შეზღუდვის შესახებ ერთი ამბავი ატყდა და შეზღუდვაც მალევე მოიხსნა", _ განაცხადა მანანა ელიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოს ოფისში, რომელიც ,,ქართუ ბანკის" შენობაშია განთავსებული სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სპეციალური საშვის დაშვების შემთხვევაშიც კი შენობაში არ უშვებდნენ.