სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარსემა ილია მეორემ სვეტიცოვლის ტაძარში ქადაგებისას ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთს ტალახი არ ვესროლოთ", - ბრძანა ილია მეორემ.
,,ჩვენ იმ წმინდა ადგილზე ვართ, სადაც მეფეების კურთხევა ხდებოდა, სადაც ხდება პატრიარქების, მღვდელმთვრების კურთხევა. სადაც ყოველ ადამიანს, მუხლი მოუდრეკია და ცრემლი დაუღვრია. ჩვენ დღეს იმის შესახებ უნდა ვიფიქროთ, თუ რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა წარსულში, ჩვენ რა გავაკეთეთ, დღეს რას ვაკეთებთ და მომავალში რა უნდა გავაკეთოთ", _ ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ.
,,სამი თვის შემდეგ პარლამენტის არჩევნები გველოდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთს ტალახი არ ვესროლოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთამანეთს არ ვუთხრათ ისეთი სიტყვა, რომელიც ადამიანს დაამცირებს, რომელიც იქნება ისეთი მძიმე მომავლიოსთვის, რომ სახეში შეხედვა გაუჭირდება", _ ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.