წლის საუკეთესო ავიაკომპანიად Qatar Airways-ი დასახელდა, რომელიც უკვე მეორე წელია ამ ტიტულს არ თმობს.
ბრიტანული კომპანია Skytrax-ის ინფორმაციით, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვლია, World's Best Airline-ის წოდება Qatar Airways-ს მიაკუთვნა.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ი, ექვსივე კონტინენტზე დაფრინავს და მისი ავიაპარკი 109 თვითმფრინავს მოიცავს.
რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზე ავიაკომპანია Asiana Airlines-ია, მესამე ადგილზე Singapore Airlines, მეოთხეზე - Cathay Pacific Airways, მეხუთეზე - ANA All Nippon Airways. ხოლო რეიტინგში შემდეგ ადგილებზე მოდიან Etihad Airways, Turkish Airlines, Emirates, Thai Airways International და Malaysia Airlines.
ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიას Turkish Airlines-ი დასახელდა. ევროპის მასშტაბით მეორე და მესამე ადგილზე Lufthansa და Swiss International Air Lines-ი არიან.