"ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისათვის გადაცემას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჯანაცვის სფეროში მთავრობის მიერ აღებული კურსი არის წარუმატებელი და ამ სფეროს მთლიანად დანგრევას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივა სადაზღვევო სისტემასთან დაკავშირებით არის სრულიად გაუმართლებელი. მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ხარისხინანი სამედიცინო მომსახურება დღემდე არ არის ხელმისაწვდომი.
"ამ ვითარებაში კი აშკარაა, რომ მთავრობის მორიგი ინიციატივა არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს და სისტემას ჩიხში შეიყვანს", - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
მისი თქმით, "დაუშვებელია რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისათვის გადაცემა და სამედიცინო დაწესებულების მართვაში მათი მენეჯმენტის შეყვანა".
"მოსახლეობისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფოები სადაზღვევო და ფარმაცევტუილ კომპანიები ჯანდაცვის სისტემის დამოუკიებელი სეგმენტები არიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით და მეთვალყურეობით ურთიერთკონტროლის ფუნქციას ასრულებენ. რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისათვის გადაცემა, ისევე, როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის მედიკამენტების იმპორტის წარმოების და გასაღების უფლების მინიჭება მხოლოდ ფასების მატებას და არაკონკურენტულ გარემოში ხარისხის დონის დაწევას გამოიწვევს", - აცხადებს თარგამაძე.
გარდა ამისა, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის თქმით, მთავრობის ინიციატივა არ მოიტანს იმ შედეგს, რომ მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენისათვის.
"ხელისუფლებას ავიწყდება რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განსაკუთრებით ხანში შესული ადამიანები არ არიან დაზღვეული და წამლების შეძენა ყველაზე მეტად სწორედ ამ კატეგორიას უჭირს. ამიტომაც, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია არა ზოგ მედიკამენტრზე მხოლოდ დაზღვეული მოქალაქეებისათვის 50-პროცეტიანი თანაგადახდის შეთავაზება, არამედ სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესება" - აცხადებს თარგამაძე.