იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე თამაზ ნემსაძე და გურამ შათირიშვილი ემილიოს რეგიონში ერთ-ერთი ფერმერის ძარცვისას დააკავეს. მათ დაკავებისას პოლიცელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენიმე მათგანს ფიზიკური ტრანვაც მიაყენეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შელაპარაკების დროს თამაზ ნემსაძემ ერთ-ერთი სამართალდამცველის იარაღის აღება და მათი მისამართით გასროლა მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება მხოლოდ დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელვე ემილოს რეგიონში75 წლის ფერმერის გვამიც იპოვეს, რომელსაც სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
ამ დროისთვის, პოლიცელები იძიებენ, ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის მომხდარი ორ ფაქტი.