უახლოეს პერიოდში კომპანია Coca-Cola პროდუქციის რეალიზაციას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პლასტიკური პაკეტებით დაიწყებს. გამაგრილებელი სასმელი ასეთი შეფუთვით სამხრეთ ამერიკაში უკვე გამოჩნდა.
Coca-Cola-მ პროდუქციის პაკეტებით გამოშვება მისი ეკონომიურობის გამო გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, როდესაც ადამიანი მინის ქილით ყიდულობს სასმელს, ის ერთგვარად დეპოზიტზე გარკვეულ თანხას დებს, ანუ მინის ქილისთვის დამატებით საფასურს იხდის, რომელიც ცარიელი ბოთლის ჩაბარებისთანავე უკან უბრუნდება. სწორედ ამიტომ სამხრეთ ამერიკაში გადაწყვიტეს სასმელი პაკეტებით გაყიდონ, რათა მომხმარებელს დამატებითი თანხის გაცემამ აღარ მოუწიოს. Coca-Cola-ს სათაო ოფისმა ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია და გადაწყვიტა პროდუქცია, რიგ ქვეყნებში, საკუთარი ბრენდირებული პაკეტებით გაყიდოს