NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.
რესპოდენტთა 29% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 12%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რესპოდენტთა 13%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
ამასთან NDI-ის შეკითხვაზე, "მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან?", გამოკითხულთა 87%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 5%-მა აღნიშნა, რომ მისთვის რუსეთთან არსებული დღევანდელი ურთიერთობა მისაღებია, ხოლო 7%-მა აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.