ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები განიხილეს. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესს.
"ვისაუბრეთ რეგიონალურ სიტუაციაზე, ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს და ეუთოს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულფასოვანი მისია საქართველოში. ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეუთოდან მივიღეთ დამკვირვებლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე რაც ჩვენს რეგიონში არსებობს", _ განაცდადა გრიგოლ ვაშაძემ.
ლამბერტო ზანერმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე ეუთოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაც შეაფასა. ზანერი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას საარჩევნოდ საქართველოში დამკვირვებელთა გამოგზავნის შესახებ. მისი განმარტებით ქვეყანაში 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების პროცესს დააკვირდება.