NDI-ს კვლევის თანახმად მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს.
კითხვაზე: "მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?" - დადებითი პასუხი გამოკითხულთა 33%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი 36%, კითხვაზე პასუხი არ იცის - 27%-მა, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა - 3%-მა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღესსაზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.