NDI-ს კვლევის თანახმად ბიძინა ივანიშვილს მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ გამოკითხულთა 53% მხარს არ დაუჭერს.
კითხვაზე - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას" - დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53%-მა უარყოფით, 19%-მა კი ჯერ არ იცის, გამოკითხულთა 2%-მა კი უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
ამასთან წარმოდგენილი კვლევის თანახმად, კითხვაზე - "ამართლებთ თუ არა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ " - დადებითად მხოლოდ 7%-მა უპასუხა, უარყოფითად 63%-მა, 25%-მა კი არ იცის, უარი პასუხზე 4%-მა განაცხადა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორმაგ მოქალაქეობაზე განაცხადი უნდა შეიტანოს, 15% ასე არ მიიჩნევს, 42%-მა არ იცის, 4%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა. ამასთან გაკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს არ ეთანხმება, 8% , ხოლო 17%-მა კი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა 4 ივნისიდან 24 ივნისამდე ჩატრდა, სადაც პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით 6,299 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ.