ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განცხადებით, თებერვლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების აზრი დემოკრატიასთან მიმართებით უარესობისკენ შეიცვალა.
,,ჩვენ თებერვლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ შეიცვალა. ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ჩაანაცვლა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნავარომ.
შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კვლევა საქართველოს მასშტაბით 4 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 6 299 ადამიანი გამოიკითხა.