აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ვანო ნონიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნონიაშვილი პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
"აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ვანო ნონიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა", - განმარტავენ საგარეო უწყებაში, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ნონიაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენლად მხოლოდ ორი თვის წინ, ნოემბერში დაინიშნა.
დიპლომატიურ სამსახურში გადასვლამდე მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამდებობა ეკავა