იტალიაში, ქალაქ ბარის პოლიციამ ორი ქართველი დააკავა. 22 და 24 წლის საქართველოს მოქალაქეებს ბრალი მაღაზიის ძარცვის მცდელობობაში ედებათ.
პოლიცია დაკავებულების გვარებს არ ასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ხელსაწყოები, რომელსაც დაკავებულები ძარცვისას იყენებდნენ.
დაკავებულები სასამართლოს წინაშე წარსდებიან.
ბოლო ორი თვის განმავლობაში იტალიაში ანალოგიური ბრალდებით ათამდე ქართველია დაკავებული.