სტიქიისაგან განადგურებულ კრასნოდარის მხარის ყირიმის რაიონში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელმაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამას გარდა, აფეთქების შედეგად ტრამვირებულია მესამე მოზარდი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავთა მონაცემებით, აფეთქება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინდორზე მოხდა. მათივე ვარაუდით, შესაძლოა მინდორში დიდი სამამულო ომის დროინდელი ნაღმი აფეთქებულიყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციაში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად და უკრაინაში მომხდარი ავარიის გამო დაღუპულებს გლოვობს.
გლოვის დღის გამოცხადების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო უკრაინაში, ქალაქ "ველიკიე ლუკიში" მომლოცველებით სავსე ავტობუსის გადაბრუნების გამო 14 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავებულია.
მასალის გამოყენების პირობები