,,თუკი საქარველოს ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის" აქციებს აუქციონის გზით გაასხვისებს მაშინ უცხოელი ინვესტორები და კომანიები საქარველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავას დაიწყებენ", -განაცხადეს ჟურნალისტებთან ,,ქართუ ჯგუფის" უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა. მათივე თქმთ, სს ,,ქართუ ჯგუფს" აქციონერი ბიძინა ივანიშვილი არა არის.
,,სს ,,ქართუ ჯგუფს" სულ 16 აქციონერი ჰყავს. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ,,ქართუ ჯგუფი" აქციონერი და მას არანაირი კავშირი არ გააჩნია სს ,ქართუ ჯგუფის" აქციონერებთან", _ განაცხადეს ადვოკატებმა.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ,,ქართუ ჯგუფის" აქციებს მაინც გაასხვისებს საქარველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.
,,იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოხ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს განცხადებას და იგი იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს სს ,,ქართუ ჯგუფის" აქციებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოელი ინვესტიციების ექსპროპრეაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც წარმოვადგენთ დაიწყებენ საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართვლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ", _ განცხადა ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში".