თბილის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გოგსაძე გეგმავს. როგორც გოგსაძემ ჟურნალისტებთან განაცადა, მზადაა გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა უკეთესი შედეგის მოლოდინი არ აქვს. მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი.
,,ვაპირებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრო, მაგრამ მივიღებ იმ შედგეს, რაც საქალაქო სასამართლოში მივიღე. Aამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, დაჭერა, დეპორტაცია მათგან არაფერი არ გამიკვირდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან გოგსაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი შევარდნაძეზე ,,უარესია".
,,თავის დროზე ვიყავი ,,ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უნდა წასულიყო. თუმცა მივიღეთ უარესი", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გოგსაძემ, რომელიც საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმაა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) მოთხოვნა და 17 ფიზიკური პირი, რომლებმაც პოლიტიკურ პარტიებს ფულადი სახსრები შესწირეს სამართალდამრღვევებად სცნო. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით პატრიებში გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს, რაც ჯამში მილიონ სამასი ათას ლარს სცილდება.
მასალის გამოყენების პირობები