,,მოგელაძის, უსამართლო ხელისუფლებისა და არასამართლიანი სასამართლო პროცესების შეჩერება ხალხის ნდობით შეგვიძლია, _ განაცხადა ,,ქართული ოცნების"' პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ,,ქართული ოცნების" ირგვლივ შექმნილი ვითარების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული უკანონობა დროებითია.
,,ამ პროცესიის შეჩერებას იმ იმ კაპიტალით ვაპირებთ, რაც ჩვენ გაგვაჩნია_ეს არის ხალხის მხარდაჭერა. Mმიმდინარე პროცესები დროებითია და სწორედ ხალხის მხარდაჭერით შევცვლით ხელისუფლებას და აღვადგენთ სამართლიანობას. მოგელაძის, უსამართლო ხელისუფლებისა და არასამართლიანი სასამართლო პროცესების შეჩერება, სადაც მიქა უტაძის მსგავსად ყველა მოსამართლემ წინასწარ იცის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნდობითა და მხარდაჭერით", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.