"ხელისუფლების მხრიდან მომავალ პანიკას ხალხი სიმშვიდით უნდა პასუხობდეს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების"' პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სამთავრო ცვლილებებისა და დათა ახალაიას თავდაცვის უწყებაში გადასვლის შესახებ. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს ხალხის დასაშინებლად.
,,ის სახელი, რაც დათა ახალაიას აქვს აბსოლიტურად ყველასთვის ცნობილია. Mმას რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის ციხის ბუნტი. თავისთავად ის ფაქტი, დათა ახალაიას გაძლიერება ხდება მიმართულია იქით, რომ ხალხს უთხრან გეშენოდეთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომავალ პანიკას საზოგადოება სიმშვიდით უნდა პასუხობდეს.
,,ხელისუფლების მხრიდან პანიკის საფუძველს ხალხი სიმშვიდით უნდა პასუხოს, რადგან ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც დათა ახალაიაა ცნობილი იყო. საერთოდ ასეთი ბუნდოვანი, კრიმინალური და საეჭვო წარსულის ადამიანების დაწინაურება ძალიან ცუდია და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ყველანაირი საშუალებით და რესურსით ცდილობს განახორციელოს ტერორი არა მხოლოდ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაზე", არამედ ცდილობს დააშინოს ხალხი და გააჩინოს რწმენა, მათ ყველაფერი შეუძლიათ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ დათა ახალაიამ შსს-დან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა და თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილის პოსტი დაიკავა