ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება. ბათუმის ლუდის ფესტივალის მიზანია ქართული ლუდის პოლულარიზება, ტურისტების მოზიდვა, კომპანიებისა და მომხმარებლების უშუალო კავშირის შექმნა და გართობის სახალხო სტილის დანერგვაა.
ბათუმის ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება, ფესტივალს ყოველწლური სახე მიეცა. ლუდის ფესტივალის შესარჩევი ეტაპები ექვს ქალაქში ჩატარდება. ფესტივალი სტარტს 10 ივლისს ქალაქ თბილისში აიღებს (თელავი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი )
21, 22 ივლისს ნახევარფინალი და ფინალი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
ბათუმის ლუდის ფესტივალში მონაწილეობენ შემდეგი ლუდსახარში კომპანიები : "ზედაზენი", "ნატახტარი", "ყაზბეგი", "ტაუერი - ბათუმი". ლუდი "ბათუმური", მთის ლუდები: ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და ოსეთი, ასევე კომპანიები: ლიდერფუდი, ლიბანური რესტორანი "კრესპი" - ბათუმი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, ექვსი ქალაქიდან შეირჩევა 18 გამარჯვებული. შერჩევის მეორე ეტაპზე 18 მონაწილე მიემგზავრება ქალაქ ბათუმში და გადადიან ნახევარფინალში. ფინალში გადავა ცხრა მონაწილე, ვინც ნახევარფინალში ყველაზე სწრაფად დალევს ორ ერთლიტრიან კათხას. გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი ხდება ის ვინც ყველაზე სწრაფად დალევს სამ ერთლიტრიან კათხა ლუდს.
ფესტივალი ტარდება „საქართველო-ისრაელის კომპანია GI" - ს ეგიდით