მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო.
ავღანეთში მომხდარი ორი ტერორისტული აქტის შედეგად კოალიციური ჯარების შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
ალიანის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამხრეთში კი ბოევიკების თავდასხმას კოალიციური ძალების ერთი მოსამსახურე ემსხვერპლა. მასთან ერთად დაღუპულია 18 ადგილობრივი მოსახლე. ალიანსი არ აზუსტებს ინფორმაციას დაღუპულთა ვინაობის შესახებ.
ავღანეთში სამხედო ოპერაციის დაწყებიდან - 2001 წლის შემდეგ, კოალიციური ჯარების სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.