"საუკუნის ძარცვაში" ბრალდებულთა სასამართლო პროცესი პირველ აგვისტოს გაიმართება. თურქეთის ქალაქ ორდუში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსა და ძვირფასი ნივთების ქურდობაში საქართველოს სამი მოქალაქეა ეჭვმიტანილი.
პროკურატურა თურქეთის მხრიდან საგამოძიებო დოკუმენტაციას ელოდება, რის შემდეგაც მსჯავრდებულთა პროცესი გაიმართება.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ფურცელაძის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით, რომელიც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გლდანის მე-3 იზოლატორში იმყოფება და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია ძარცვაში მონაწილე კიდევ ორი ეჭვმიტანილი - მერაბ ლაშქარეიშვილი და ვახტანგ ირემაძე. მიმდინარეობს გამოძიება.