კონსერვატიული პარტიის ოფისში გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის და კონსერვატიული პარტიის ლიდერების კახა კუკავას, ბიძინა გუჯაბიძის და ცესკოს წევრ ნინო გოგუაძის შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კონსერვატიული პარტიის შენიშვნები იმ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა თავმჯდომარისა და წინა მდივნის დროს, განსაკუთრებით ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით.
საარჩევნო კომისიის ახალმა თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდეს ერთობლივი სამუშაოები, შეიქმნას ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან ცესკოს ოპოზიციონერი წევრები, მათ შორის კონსერვატიული პარტიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნინო გოგუაძე.
თანამშრომლობის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომავალ კვირას გაკეთდება.