ბაშარ ასადის ოჯახთან დაახლოებული და პრეზიდენტის ოჯახის ნდობით აღჭურვილ პირთა სიაში შემავალი სირიის არმიის გენერალი მანაფ ტლასი ქვეყნიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამავე დროს, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ გენერალი პარიზში წავიდა, სადაც "სირიის მეგობართა ჯგუფის" კონფერენცია მიმდინარეობს.
ტლასი სირიის ხელისუფლების ყველაზე უფრო მაღალჩინოსანი წარმომადგენელია, იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც კონფლიქტის განმავლობაში სირია დატოვეს.
გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად უკვე დაღუპულია 9 ათასი ადამიანი.