ხვალ, 7 ივლისს, 12:00 საათზე, "გუდვილი" ბათუმში მეორე სავაჭრო კომპლექსს ხსნის. 300 კვ/მ-ზე განთავსებული სავაჭრო კომპლექსი გუდვილის სუპერმარკეტსა და კაფეტერიას აერთიანებს. კომპლექსში 30-მდე ადამიანი დასაქმდა. სავაჭრო კომპლექსი ბათუმის შესასვლელში მდებარეობს და საკვები თუ არასაკვები პროდუქტის 10 000-მდე დასახელებას უყრის თავს.
"ზაფხულის სეზონს გუდვილი სიახლეებით შეხვდა. ბათუმელებს და აქ ჩამოსულ სტუმრებს ახალი სავაჭრო კომპლექსი შევთავაზეთ, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა და უმაღლესი ხარისხის შესაბამისს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. გუდვილის ქსელში მიმდინარე 10%-იანი ფასდაკლების აქცია ახლად გახსნილ სუპერმარკეტშიც იმოქმედებს. კომპლექსი 7 ივლისიდან უმასპინძლებს მომხმარებლებს და ვფიქრობ, ჩვენი შეთავაზებებით და კომპლექსის თანამედროვე იესახით კმაყოფილები დარჩებიან", - განაცხადა გუდვილის პრეზიდენტმა ნინო შევარდნაძემ.