ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დარწმუნებულია, რომ ცნობილი ჩეჩენი უფლებების დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობი პროვიცირება ცნობილმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ მოახდინა.
"ესტემიროვას მკვლელობა პროვოცირებულია იმ ადამიანების მიერ რომლებმაც პოლიტკოვკაია და ლიტვინენკო მოკლეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბერეზოვკის საქმეა. პოლიტკოვსკაია ყოველთვის ჩეჩნეთზე ლაპარაკობდა და როდესაც რესპუბლიკაში ყველფერი დალაგდა და ჩვენი დადანააულება უკვე აღარაფერში შეიძლებოდა, დადგა დრო იმისა, რომ იგი მოეკლათ და ყველაფერი კადიროვისათვის დაებრალებინათ. ეს კი იმისათვის იყო საჭირო, რომ სისტემა შეერყიათ",_ განაცხადა რამზან კადიროვმა დღეს "ღუსსია ტოდაყ"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ ესტემიროვას მკვლელობის გამოძიების საქმემ წინ წაიწია და დარწმუნება გამოხატა იმაში, რომ გამოძიება მალე დასრულდება.
"ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის გავიგოთ _ თუ ვინ არის დამნაავე ამ დანაშაულის ჩადენაში, ჩვენ უკვე ვისაურეთ იმაზე, რომ ჩვენს რესპუბლიკაში არ არის ტერაქტები, დანაშაულებები და გატაცებები. როგორვ კი ჩვენ ეს ვთქვით ესტემიროვა მოკლეს, შემდეგ მოკლეს ზარემა სადულაევა, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი. ამის შემდეგ მოკლეს რუსული ოჯახი და ეს მკვლელობები მოკლე დროში მოხდა _ რა შემიძლია ვთქვა ამის შემდეგ?",_ განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ უფლებების დამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" თანამშრომელი ნატალია ესტემიტოვა გასული წლის 15 ივლისს უცნობმა პირებმა თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს