თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია, ყაზბეგის 25 ნომერში მცხოვრებ ბაბალაშვილების ხუთსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
დეპუტატის თქმით, ბაბალაშვილები 12 წლის მანძილზე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში რამდენიმე კვადრატულ საცხოვრებელში რთულ პირობებში ცხოვრობენ. 4 წლის მანძილზე კი მერიის სოციალური საცხოვრისის პროგრამის საშუალებით ბინის მიღებას ელოდებიან.
"ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მნიშვნელოვანია, რომ ბაბალაშვილების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ოჯახებისათვის პრობლემური არ იყოს ჯანდაცვასთან, სოციალურ პროგრამებთან, საცხოვრებელტან დაკავშირებული საკითხები. "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უფრო სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდეს მსგავსი ოჯახების საჭიროებებზე, მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის", - ზაზა გაბუნია.
ბაბალაშვილების ხუთსულიანი ოჯახი სოციალური დაცის სააგენტოს ბაზაში არის რეგისტრირებული და მათი სარეიტინგო ქულა 20 000-ია. ზაზა გაბუნიას თქმით, სოციალური საცხოვრისის კომისიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ბაბალაშვილების ოჯახს ასეთი დაბალი ქულა ანუ რთული პირობები აქვთ, რომ ეს ოჯახი მრავალშვილიანია და მისი არცერთი წევრი არ მუშაობს.