თბილისის მერიის ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წევრების დასაქმებას გულისხმობს, კომპანიები უკვე გამოეხმაურნენ.
ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი საგზაო კომპანია "თბილისმა" დაასაქმა. გივი მაისურაძე დღეიდან ასფალტ-ბეტონის საწარმოში 30 ადამიანთან ერთად იმუშავებს.
დედაქალაქის მერია 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი 2 000-მდე ოჯახის წევრების დასაქმებას ახორციელებს.
კერძო კომპანიები, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებენ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დაასაქმებენ.