პრეზიდენტის რეზიდენციასთან ,,მომავალი საქართველოს" ორგანიზებით დევნილთა და ბინათმოსარგებელთა საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები დევნილებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და იმ ბინების დაკანონებას მოითხოვენ, რომლებიც ფიზიკურმა პირებმა წლების წინ შეიძინეს.
აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.