უკრაინის ინტერესს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საქართველოს გამოცდილება წარმოადგენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" უკრანისი ვიცე პრემიერმმა სერგეი ტიგიპკომ განუცხადა.
"ამჟამად ვსწავლობ საქართველოს გამოცდილებას კორუფციასთან ბრძოლის სფეროში", - განაცხადა ტიგიპკომ.
მისი თქმით, იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ იმყოფებიოდა თბილისში რათა პირადად გაცნობოდა საქაართვეელოში მიმდინარე რეფოორმებს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში 3-ჯერ ვიყავი საქართველოში და მივიღეთ რამდენიმე ქართული დელეგაცია კიევში. ჩვენთვის საინტერესოა ის რეფორმატორული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა", - განაცხადა ტიგიპკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ რეფორმების კუთხით საქართველოს რამდენიმე გამოცდილება გამოიყენა.
"ჩვენ გამოვიყენეთ საქართველოს რამდენიმე გამოცდილება სამშენებლო რეფორმის მომზადებისას, საწარმოთა რეგისტრაციის სისტემის გამარტივებისას, საბაჟო რეფორმები, ქვეყანაში დადებითი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად", -განაცხადა ვიცე პრემიერმა.
მისივე განცხადებით, უკრაინისთვის საინტერესოა ის რეფორმატორული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა.