რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი ჟენევი საერთაშორისო კონსულტაციების დაწყების წინ აცხადებს, რომ ქართული მხარის მოთხოვნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო პოლიციური კონტიგენტის ან საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ პროვოკაციაა. ეს განცხადება კარასინმა დღეს მოსკოვში გააკეთა.
"რაც შეეხება ზოგი ქართველი პოლიტიკოსისა და ხელმძღვანელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები საერთაშორისო პოლიციური კონტიგენტით ან საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით უნდა შეიცვალოს _ ეს საკითხი აბსოლუტურად პროვოკაციული და ცარიელია",_ განაცხადა კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო პოლიციური კონტიგენტის ან საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ, ოფიციალური თბილისი, უპირველეს ყოვლისა სოხუმა და ცხინვალს უნდა ესაუბრონ.
"არის ეჭვი იმისა, რომ სოხუმსა და ცხინვალს ამაზე საკმაოდ მკვეთრი რეაგირება ექნებათ",_ აცხადებს კარასინი.