ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში მედიასთან ურთიერთობა უკვე დაიწყო. პარლამენტის მიერ ვანო მერაბიშვილის პრემიერის პოსტზე დაამტკიცების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მცირე, მაგრამ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ის ამ წუთიდან მთავრობის წევრებთან ერთად პროგრამის აღსრულებას იწყებს და თითოეულ რეგიონში, ქალაქსა და სოფელში აპირებს ხალხს სამთავრობო პროგრამა გააცნოს.
„ვაპირებ პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას და ჩემი გეგმების თქვენი მეშვეობით მოსახლეობისთვის წარდგენას", - აღნიშნა მერაბიშვილმა.