,,ქრისტიან-დემოკრატებისთვის", გაურკვეველია ახალი მთავრობის მიდგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობსიადმი.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგრეშე სხდომაზე, მთავრობის ახალი პროგრამის განხილვისას, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მთავრობის ოთხწლიან სამოქმედიო გეგმაში, ტერიტორიული მთლიანობსიადმი მიდგომა საერთოდ არ ჩანს.
მისი შეფასებით, მთავრობის პროგრამა უპასუხისმგებლო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია.
,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად საუბრობს ქვეყნის 4 წლიან მომავალზე და ერთი სიტყვითაც არ ახსენებს მთავარ სატკივარს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილი, პოლიტიკის, ცხოვრების, მომავლის და აწმყოსი" - განაცხადა თარგამაძემ.
მისვე თქმით, სამთავრობო ტრიბუნაზე დღეს მთავრობის ნაცვლად საარჩევნო შტაბს ხედავს, თუმცა მთავრობის პროგრამა საარჩევნოდაც არ არის გათვლილი.
,,ნებსიმეირი პაუსიხმგებლობის მქონე ძალა იმაზე მაინც დაფიქრდებოდა, რომ უმუშევრობასთან, დასაქმებასთან თუ კუჭის სატკივართან ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრობს ის ხალხი, რომელთათვისაც ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენება, ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ დღეს ადამიანების 1000 ლარიანი დაპირებებით მოხიბვლა",- დასძინა თარგამაძემ.