საქართველოს ახალი მთვარობა ჰყავს. 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს მინისრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
მინისრტთა კაბინეტის შემადგენლობას და მთავრობის პროგრამას -„მეტი სარგებელი ხალხს" ნდობა საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო ვინც დარბაზში იყო ხმა წინააღმდეგ მისცა.
მთავრობის პროგრამა 7 გვერდიანია და მასში 3 ძირითად საკითხზეა ყურადღება გამახვილებული: დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა.