"საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ" ასპინძის ტერასების პროექტის განხორციელება დაიწყო.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კორპორაციაში განუცხადეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სს " საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ" ასპინძის ტერასების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანს ასპინძის რაიონში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის ტერასების აღდეგნა და ძირძველი ვაზის ჯიშების გაშენება წარმოადგენს.
პროექტისთვის შერჩეულია ადგილობრივი მესხური ჯიშები, რომლებიც გამოირჩევა უხვი მსხმოიარობითა და ნაყოფის მაღალი ხარისხით.
"საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციაში" იმედოვნებენ, რომ პროგრამის განხორციელებით, ვაზის პოპულარიზაცია და ვაზის კულტურის განვითარების ხელშეწყობა მოხდება. ასევე მოხდება აგროსფეროსა და ტურიზმის სფეროს განვითარების ხელსეწყობა და ვაზის შერჩეული ჯიშებისადმი მიმზიდველობის ზრდა (მოტივაციის შექმნა).