სს „სოფლის მეურნეობის კოროპორაციის" ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (გორი, ხაშური, ბოლნისი, ადიგენი, სამტრედია) ბოსტნეულის ჩითილები დაირგა. უფრო კონრეტულად კი დაირგა პომიდვრის 180 000, ტკბილი წიწაკის 360 000, თეთრთავიანი კომბოსტოს 624 000, სტაფილოს 6 000 000, ყვავილოვანი კომბოსტოს 336 000, კიტრის 120 000, ბადრიჯნის 40 000, ლობიოს 800, წიწაკის 396 000 და ხახვის 29 260 254 ჩითილი.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბოსტნეულის სხვადასხვა ელიტური ჰიბრიდები:
ყვავილოვანი კომბოსტო - ფარგო, ფავოლა, ტალბოტი, ფლამენკო, ფრემონტი, ბარსელონა და კარდელენი;
პომიდორი - პლატინიუმი, Y67, მარმარა, 5656, BS236 და ჯოკერი;
თეთრთავიანი კომბოსტო - მეგატონი, ჰინოვა, კეროქსი და ვესტრი,
ტკბილი წიწაკა - ზაფერი, კუნდუ და ნუნდოლი;
სტაფილო - მაესტრო, რომანსი, ბოლერო და კარაცო;
კიტრი - ჰაიელი, სანმემი, ტოროსი, ალტაი, ნეფერი, მურატი;
ბადრიჯანი - კარნასი, აიკარა, კამერისი, სულუნი, ანამური;
ლობიო - ელინდა, კინალი, სიმბოლო, დრაკონი;
წიწაკა - ბაფრა, ილგაზი, ევრიმი, ასია, რომეო, შოლენი;
ხახვი - ბერეკეტი, ვალენსიანა, MT102, ჩემპიონი, ბორანი, ელენა, სვეილი, სედონა, Nun7194, პანდერო;
ბოსტნეულის ჩითილების დარგვა ყველა რეგიონში ივნისის დასაწყისში დასრულდა. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მოსავალს შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ.
ყველა სადემონსტრაციო ნაკვეთზე დამონტაჯებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომლის საშუალებითაც მცენარეს წყალი ხელოვნური რეზერვუარებიდან მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ჩითილების დარგვის პროცესში როგორც ხელით, ასევე მექანიზაციის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა მთელი პროექტის ფარგლებში გრძელდება.