გენერალ რომან დუმბაძის მკვლელები აგენტურული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. სამივე დაკავებული საქართველოდანაა.
მოწმის სახით სამართალდამცავებმა 26 წლის მოსკოვის მცხოვრები მიხაილ ტონია დააკავეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ტონიას დაკითხვა მოხდა ვინმე თორნიკე კვირიკაშვილთან კავშირის საფუძველზე. კვირიკაშვილი პერიოდულად ცხოვრობდა ტონიას სახლში და იქ საკუთარ ნივთებსაც ინახავდა.
მიხაილ ტონიას დედის განცხადებით, გამოძიიება დაინტერესდა კვირიკაშვილის ავტომობილით, რომელიც მან ტონიას საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დატოვა.
ტონიას დედა განმარტავს, რომ მისმა შვილმა კვირიკაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო. ივნისის დასაწყისში კი მან ტონიას დროებით მის სახლში ცხოვრება სთხოვა.
რუსული მედია წერს, რომ თავად მიხაილ ტონია სამართალდამცავეთა ინტერესის ობიექტი ადრეც გამხდარა, მისი ნარკოტიკდამოოკიდებულების გამო.
გამოძიების მონაცემებით დაკავებული ქილერები იყვნენ დაქირავებულები და მათ კავშირი აქვთ მოსკოვის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულთან.
ერთ-ერთი რუსული გამოცემა იუწყება, რომ ბანდის ერთი წევრი 48 წლის მამაკაცი სამართალლდამცავებმა "ფრონტოვიკების" მებაღეობის ამხანაგობაში დააკავეს. მან აღიარა, რომ გადაჰყავდა ქილერი, რომელმაც დუმბაძეს შვიდჯერ ესროლა. ასევეე სამართალდამცავებს აჩვენა იარაღის სამალავი. გამოძიების ვერსიით კიდევ ერთი დაკავებული დუმბაძის გადადგიილებას ადევნებდა თვალს და ის "მართავდა" მოვლენებს.
დუმბაძის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ დამქირავებლებმა ქილერებს 150 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ რომან დუმბაძე მოსკოვში 21 მაისს მოკლეს.