საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველომ საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2012 წლის II კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო.
გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა საწარმო, რომელსაც ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს არარეზიდენტებთან.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია 2012 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნების, ეკონომიკის სექტორებისა და ინფორმაციის წყაროების ჭრილში.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს.
მონაცემები გამოქვეყნდება 2012 წლის 10 სექტემბერს.