უკრაინის ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრას და ამ შეხვედრის პირდაპირ ეთეში ტრანსლირებას მოითხოვს. "ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას იმისათვის რათა მას ხალხის მოთხოვნები განვუცხადოთ", _ აცხადებს ერთ ერთი ოპოზიციონერი არსენი იაცენიუკი.
ამავე დროს თავად იანუკოვიჩმა, რომელმაც დღეს დაგეგმილი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გადადო პარლამენტის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებისათვის დაპატიჟა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში "ენების შესახებ" კანონის გამო უკრაინულ სახლთან კიევში უკრაინული ენის დაცვის აქცია წუხელ დაიწყო. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობა უკვე დატოვა. სპეცდანიშნულების რაზმ "ბერკუტის" წარმომადგენლებმა უკრაინულ სახლთან შეკრებილი მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.