უკრაინის დედაქალაქში "ენების შესახებ" კანონის გამო ყველა რეგიონიდან მოსახლეობა იკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პარტია "ზა უკრაინუს" ლიდერი ვიაჩესლავ კირილენკო აცხადებს, რომ ხალხი დედაქალაქისკენ უკრაინის ყველა რეგიონიდან დაიძრა, იმისათვის რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ "ენების შესახებ" კანონის გამო უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი ვლადიმერ ლიტვინი გადადგა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პრპცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.