უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი გადადგა. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან რუსული ენის შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გადადგება. ეს განცხადება მან დღეს პარლამენტის ტრუბუნიდან გააკეთა.
"როგორც ერთმა სახალხო დეპუტატმა განაცხადა, ჩვენ ისინი როგორც კატები ისე მუვიტყუეთ, მაგრამ მომატყუეს პირველ რიგში მე. მოატყუეს უკრაინა, უკრაინელი ხალხი და მიმაჩნია, რომ ამ ტყუილის შედეგებს ჩვენ მოვიმკით. ამ პირობებში შეგიძლიათ ჩემი გადადგომის შესახებ განცხადება მიიღოთ",- განაცხადა ლიტვინმა.
სპიკერი რუსული ენის სტატუსის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პრპცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგოინალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში, სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 %- სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.
მასალის გამოყენების პირობები